ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი დასრულდა.მალე ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სატენდერო პირობების თანახმად, მათი სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.
რაც შეეხება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაციას , პროექტი კი მოიცავს ობიექტის დაზიანებული ელემენტების აღდგენას. აღდგება განათების სისტემა , დაზიანებული მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრო მომარაგების სისტემა.
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია, ანონსდება, თუმცა ამ დრომდე დაწყებული არ იყო.