დღეს სამოქალაქო მოძრაობამ " დატოვე პარლამენტი ქუთაისში" აქცია გამართა.მოძრაობის წევრებმა ფლაერები დაარიგეს და პოსტერები გააკრეს.
ამ აქციით მათ მოუწოდეს ქუთაისელებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმა იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის მხოლოდ იმ კანდიდატს მისცენ, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მხარს საჯაროდ დაუჭერს.