სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე,რომელიც თავიდანვე კომპანია ,,ენკას,, საქმიანობის წინააღმდეგი იყო და მიიჩნევდა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არ იყო სეისმურ რისკებზე გათვლილი და არ უნდა განხორცილებულიყო, საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორთან,, კომპანიის , ქვეყნიდან გასვლის ფაქტს და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ეხმაურება.
,,ეს პროექტი საერთოდ არ ვარგა-გააკეთებს ამას რომელიმე კომპანია, ,,ენკა,, იქნება ეს თუ სხვა, პროექტი არის უვარგისი. ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ პროექტი უნდა იყოს გამართული, სეისმური მდგრადობა უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც ამ პროექტში არ იყო.,,ენკას,, არ ქონდა კაშხლური ტიპის ჰესების მშებლობის გამოცდილება.მით უფრო ისეთ პრობლემურ რეგიონში,როგორიც საქართველოა.შესაბამისად, ვიყავი წინააღმდეგი მშენებლობის. თუ ,,ენკა,, ტოვებს ხეობას და ქვეყანას, კარგია, მთავარია არ გაგრძელდეს მშენებლობა,,-განაცხადა თეა გოდოლაძემ.