,,საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე,, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში (16-22 სექტემბერი) მსოფლიო მასშტაბით უკვე 20 წელია აღინიშნება.
საქართველოში ამ თარიღს რამდენიმე წელია “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავის პარტნიორებთან ერთად საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით აღნიშნავს.
ევროპის მობილობის კვირეულის მთავარი გზავნილია „მდგრადი ტრანსპორტი უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობისთვის“.
მოტორიზაციის ზრდამ და ავტოტრანსპორტის ემისიებმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ ევროპის მობილობის კვირეულის მიზანია ნულამდე შემცირდეს ავტოტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც შესაძლებელია ეკო-მეგობრული ტრანსპორტის აქტიური გამოყენებით.
22 სექტემბრის (დღე ავტომობილის გარეშე) მთავარი მოწოდებაა - მოქალაქეებმა ერთი დღით უარი თქვან თავიანთ ავტომობილებზე და ისარგებლონ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით: საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან იარონ ფეხით.