„გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში- სამიზნე მუნიციპალიტეტებში (იმერეთის რეგიონში: ხონის, ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;გურიის რეგიონში: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში: ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტები) მოქალაქეთა ადგილობრივი საჭიროებების N2, ონლაინ კვლევა ჩატადა.მიზანი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის მონიტორინგის გაუმჯობესებაა.
კვლევის შედეგები კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნეს.
კვლევა მიზნად ისახავდა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის, ელექტრონული მომსახურების გამოყენების ხარისხის ანალიზსა და მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის რეფორმის კონკრეტული შედეგების და გამოწვევების განსაზღვრას.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა არანაკლებ 1200 რესპონდენტი. ჩატარდა 32 სიღრმისეული ინტერვიუ ადგილობრივ ექსპერტებთან და 32 ფოკუს-ჯგუფთან დისკუსიები.
საჭიროებების კვლევის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი პარტნიორი სსო-ბის წარმომადგენლები.
კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციები და წინადადებები საფუძვლად დაედო პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების სტრატეგიებსა და სამუშაო გეგმებს თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ადვოკატირების კამპანიების
განხორციელებისათვის საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნითა და მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით.