დღეს 19 საათზე ქუთაისში,მესხიშვილის თეატრის წინ მდუმარე აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები მწუხარებას გამოხატავენ ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს, ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, "თბილისი პრაიდის"მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს.მას ოპერაციაც გაუკეთდა.გარდაცვლილი დედამ სახლში,დილით ადრე იპოვა.
დღევანდელი აქციის მიზანია,კიდევ ერთხელ ვთქვათ "არა ძალადობას" .ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას თითოეული მოქალაქის და მათ შორის ჟურნალისტის სიცოცხლე და უსაფრთხოება.