ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში, გზა გაწმენდილია, თუმცა არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გზა გადაკეტილია და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება