არა ძალადობას,, ,,მოგვეცით მუშაობის საშუალება,,-ამ დევიზით დღეს ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გუშინ თბილისში ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობა დაგმეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
ის მოვლენები რაც გუშინ თბილისში ხდებოდა, იყო ამაზრზენი და შემზარავი. გუშინ ჟურნალისტებს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომ ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას.ჩვენ შევიკრიბეთ ერტადერთი მოტხოვნით-,,არა ძალადობას ,, და ,,მოგვეცით მუშაობის საშუალება,, აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ,,-განაცხადა ირაკლი ვაჩიბერაძემ, ,,მთავარი არხის,, ჟურნალისტმა .