ქუთაისში აღმაშენებლის პროსპექტზე შეჩერებული სამუშაოები განახლდა, 25 ივნისს ხელშკრულება ახალ კომპანია ,,საქმილსადენმშენთან“ გაფორმდა. დასახელებულ შპს-ს აქვს ვალდებულება დარჩნილი სამუშაოები განახორციელოს , რაც ითვალისწინებს ღვარსადენის, ასევე გზის და ბორდიულების მოწყობას და შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ბაქარ ჭეიშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, რისთვისაც 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.