,,რიონის ხეობის მცველებმა,, კომპანია ,,ენკას,, ოფისთან აქცია გამართაეს.შეფერხებული იყო ავტომანქანების მოძრაობა, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
ოფისთან იმყოფებოდნენ მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, ლიდერები. ოფისის შესასვლელზე წებოვანი თეთრი ლენტიც გააკრეს. მონაწილეები პროტესტს საყვირებით გამოხატავდენ. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
ლიდერების თქმით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია იმართება და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მოხდება სხვადასხვა ობიექტის რეალური პიკეტირება. აქტივისტების მოთხოვნაა, რომ ,,ენკამ,, ადგილზე ყოველგვარი სამუშაოები შეაჩეროს.