ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში დღეს მშრალი შიმშილობა დაიწყეს.ისინი წყლის მიღებაზეც უარს ამბობენ. შუქრუთის მაცხოვრებლები მეექვსე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოს წინ იმყოფებიან. ერთ-ერთი მოშიმშილე ჯანო ლაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მათი პრობლემებით ისევ არავინ დაინტერესებულა.
შიმშილობის ფონზე აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება პერიოდულად ჭირდებათ