გუმათჰესთან ვითარება ისევ დაძაბულია.პოლიციასადა აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწლეები რკინის ჯებირებს აწვებიან. დაკავებულია ერთი აქტივისტი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „გამოუშვი".როგორც ოგანიზატორები ამბობენ, აქტივისტი "პოლიციამ მოიტაცა".
ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.მობილიზებულია პოლიცია.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა,არ იციან ვინაა დაკავებული,თუმცა ხედავდა,რომ მას პოლიცია ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა.