ქუთაისში ტაქსის კომპანია"მაქსიმის" თანამშრომლები გაიფიცნენ.ისინი მგზავრობის ტარიფის მომატებას ითხოვენ და ამბობენ ,რომ საწვავის გაზრდილი ფასის ფონზე ტარიფები მინიმალურია.მათი თქმით,არ ეკონტაქტებათ სათაო ოფისი და თავიანთი პრეტენზიები კომპანიის ხელმძღვანელობამდე ვერ მიაქვთ.ამბობენ,რომ რამდენჯერაც პრობლემის დაფიქსირებას შეეცდნენ,კომპანიამ ისინი დაბლოკა და მუშაობის უფლება არ მისცა.მსგავსს ამჯერადაც ელოდებიან.ტაქსის მძღოლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
