1 მაისის მდგომარეობით სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ქუთაისის მასშტაბით რეგისტრირებულია 7,166 ოჯახი საიდანაც 2,708 არის დახმარების მიმღები. როგორც იმერეთის მომსახურეობის სააგენტოს უფროსი აცხადებს, გასულ წელთან შედარებით სტატისტიკა გაზრდილია ,რაც პანდემიასთან და ოჯახების გადამოწმების შეცვლილ წესთან არის კავშირში. რაც შეეხება მიმართვიანობას, როგორც ნინო ჭიღლაძე ამბობს, მაჩვენებელი გაზრდილი არ არის, თუმცა გადამოწმების პარალელურად სააგენტოში განცხადებები დახმარების დანიშვნის თაობაზეც შედის.
