ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხეში ისევ შიმშილობს.განცხადება წულაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
,,10 მაისის სასამართლო პროცესზე,რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგძლივეს , რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე , ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია..
მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშოლობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს , მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე , რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში.,,-წერს წულაია სოციალურ ქსელში.
გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.