ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები განცხადებას ავრცელებენ.
,,23 მაისის თბილისის აქციის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა საინფორმაციო შეტევა,, რიონის ხეობის მცველების,, მოძრაობის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალურ ქსელებში. ორგანიზებულად შექმნილ ათობით ფეისბუქ-გვერდზე დარეკლამებულია ე.წ. ფეიქ-ნიუსები (ყალბი ინფორმაცია), რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტიც, აღნიშნული გვერდები, ხშირად სპეციალურად იყენებენ ჩვენი გვერდის მსგავს დასახელებას, ან ყალბ ინფორმაციას ეროვნულ იდეებს ამოფარებული სახელწოდებებით აჟღერებენ.