ჭიათურის მერი ვერ ადასტურებს, ნამდვილად ამოიკერა თუ არა პირი ,,ჯორჯიან მანგანეზის,, საქმიანობით დაზარალებულმა სამმა ადამიანმა.
გივი მოდებაზე აცხადებს, რომ, მასთან კარვის გაშლის მოთხოვნით კომუნიკაცია დაახლოებით 4-5 დღის წინ შედგა.
,,ადვოკატის მეშვეობით იყვნენ მოსულები, უნდოდათ კარვის გაშლა, ჩვენ ვუთხარით, რომ წერილობით მოემართათ ,რა უნდოდათ უფრო ზუსტად, თუმცა ამ დრომდე არავინ მოსულა. ,,-აცხადებს გივი მოდებაძე.
როგორც ჭიათურის მერი ამბობს, კომპანიამ დაზარალებულებს კონკრეტული ფინანსური შეთავაზება გაუკეთა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ. გივი მოდებაძე თანხის რაოდენობას ვერ ასახელებს.
,,ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებისთვის არის კონკრეტული შეთავაზება, ფინანსურად ზუსტად არ ვიცი თანხა, მაგრამ ეს ადამიანები ამბობენ, რომ უფრო მეტი ეკუთვნით.
მე თავიდანვე შევთავაზე ორი ვარიანტი-სასამართლოში წასვლა და დავა, ან მეორე -ალტერნატიული ექსპერტიზა. ამ დრომდე არაფერი არ აქვთ გაკეთებული.,, -ამბობს ჭიათურის მერი.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ჯორჯიან მანგანეზის,, მიერ მარგანეცის მოპოვების შედეგად დაზარალებულმა რამდენიმე ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.