ორ მაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იმართება.
წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშის ყვავილი- როგორც 20-მდე ვარდის ჯიში, ასევე მინდვრის და დეკორატიული ყვავილების მრავალფეროვნება.
გამოფენაში მონაწილეობას, როგორც ქუთაისის, ასევე, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეყვავილეები იღებენ.