წყალტუბოში სასამართლოს შენობასთან ,,რიონის ხეობის მცველების,, აქცია მიმდინარეობს.ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი აპირებენ წყალტუბოს მერიასთან გადანაცვლებას. გოლეთიანი ამბობს, რომ წყალტუბოს მერი კომპანია,,ენკას,, მხარდამჭერია და მათთან ხეობაში ვიზიტისას კომპანიას ადვოკატირებას უწევდა.,,რიონის ხეობის მცველები გეგმავენ , რომ ქალაქში მსვლელობა მოაწყონ და წყალტუბოს მერიასთან მსვლელობით მივიდნენ.
სასამართლოში დღეს კომპანია,,ენკას,, წინააღმდეგ სარჩელი განიხილებოდა.მოსამართლემ ,,ენკა,, 5000 ლარით დააჯარიმა.მოსარჩელე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყო.