შინაგან საქმეთა სამინისტროს თანშრომლები ნამოხვანში განლაგებულ კარვებს შლიან.ოფიციალურ მიზეზად გავრცელებულ განცხადებაში მდ.რიონში მიმდინარე სამძებრო სამუშაოები და რიონზე წყლის დონის მოსალოდნელი ზრდა სახელედება.ხეობაში გადაადგილება დრომდე შეზღუდულია.
როგორც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს,საქართველოს ბედი სწორედ ახლა წყდება. გოლეთიანი ამბობს,რომ ბოლო 70 წელია რიონი ისე არ ადიდებულა,რომ იმ ადგილებამდე ასულიყო წყლის დონე,სადაც კარვები დგას.
" ე,ს რაც დღეს ხდება, არის სულში ჩაფურთხება.მოვუწოდებთ ადამიანებს ,რომ თუ თვლით , რომ ღირსება გელახებათ, ადექით და მოდით აქ.ჩვენ რომ გვდგომოდა ქვის სროლა, სხვა გზით წავიდოდით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მიზანი.ამ წუთში ვფიქრობ, რომ საქართველოს ბედი წყდება აქ, სადაც ვდგავართ,სოფელ გუმათში,გუმათგესთან.პოლიციას უნდა წარმოაჩინოს,რომ ვსვამდით აქ კარვებში და ამას მოყვა ყველაფერი .ახლა დააწყვეს არყის ბოთლები და სპეკულორებენ ამ ტრაგიკული ფაქტით,რაც ნამოხვანში მოხდა