ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დღეს მედიასთან გაცხადებას აკეთებს, მის თქმით, ის მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც მისი თქმით ქუტაისის მერის ცოლს და ცოლის დაქალებს ეხება.ჩივაძე ამბობს რომ აქვს დამადასტურებელი ჩანაწერები, რომლის გასაჯაროებასაც აპირებს,ჟურნალისტი ამბობს, რომ მას პერსონალური ინსპექტორი დაუკავშირდა.
,,ქუთაისის მერი არის ჩვეულებრივი მშშარა, ის იმყოფებოდა გუშინ შენობაში, მელოდებოდა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტები ჩემთან ერთად შემოდით, საპირფარეშოში დაიმალა,ქუთაისს დღეს ქალაქის მერი არ მართავს, მართავს მერის ცოლი,ცოლის დაქალები სიდედრი, დედა ...
მერმა იცოდა, რომ მზადდებოდა მასალა, რომელიც ეხება მის ცოლს, და დაქალებს , ეს ეხება ერთ ერთ სამსახურს, კონკრეტულად ესაუბრებიან დასაქმებულს, რომ არ მიეკაროს და არ გაესაუბროს ზოგიერთ ტელევიზიას, მთავარს, ტვ პირველს, ეს ქალბატონი, რომელიც არის ორსული , არის ძალიან ცუდად და ეს ჩანაწერები მაქვს მე.
არ არსებობს არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ჟურნალისტს უკრძალავს მერიაში გადაადგილებას, არ ვიყავით ინფორმირებული ამ სიახლის შესახებ არც მე და არც ერთი ჟურნალისტი.,,-აცხადებს ჟურნალისტი.
ბუბა ჩივაძე პოლიციას არაადეკვატური ძალის გამოყენებაში დებს ბრალს და ამბობს, რომ მას ცუდად ექცეოდა პოლიცია.
,,საპატრულო რომ გადასცემს ,რომ მესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ხელმძღვანელობა პასუხობს-დააყოვნეთ.ბოლოს ძალიან ცუდად რომ ვიყავი, უფროსობა ეუბნება პოლიციელს-ჩაასხით პირში ნიშადური. ეს გააკეთა პოლიციელმა ლანჩავამ,რომელიც არის მოძალადე.მე წამართვეს ტელეფონი, მაგრამ სამოსში ჩამოტანჟებული მქონდა სპეციალური აპარატურა, და ყველაფერი მაქვს ჩაწერილი,,-ამბობს ბუბა ჩივაძე.