გუმათჰესთან,საიდანაც რიონის ხეობის გზა იწყება,მესამე დღეა პოლიციაა მობილიზებული.გზა ისევ დაკეტილია.როგორც სამართალდამცველები ამბობენ,ხეობისკენ მარტო ადგილობრივ მცხოვრებლებს ატარებენ.ადგილზე კარავი გუშინ გაშალეს,სადაც "რიონის ხეობის მცველებმა"წუხანდელი ღამე გაათიეს.
"ვხედავთ ,რომ რეპრესიულ მეთოდებს მიმართავს ხელისუფლება.კანონიერ უფლებას უზღუდავს ადამიანებს, რომ პროტესტის ძირითად ადგილას მივიდნენ და შევიკრიბოთ ჩვენს კარვებთან ნამოხვანში.ამიტომ აქ გავშალეთ დამატებითი კარავი და ორი ლოკაცია გაჩნდა ამ ხეობაში, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ხოლმე მორიგეობას.სამომავლო გეგმა კი ამ პროცესებზეა დამოკიდებული .ახლა ვგეგმავთ ჩავატაროთ მასშტაბური აქცია დედაქალაქში და მოვემზადებით ამისთვის"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა,მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის "წარმომადგენელმა.