გუმათჰესთან მიმდინარე აქციაზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს.გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,რაც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს რიონის ხეობისკენ გადაადგილების უფლება პოლიციამ არ მისცა.
კიდევ ერთხელ მივმართავ სამართალდამცვლებს,,მოვიდნენ და გვითხან, რომ აქ დამრჩენ ადამიანებს კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ აღარ შეექმნებათ პრობლემა"-განაცხადა აქციის ერთ -ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა წუხელ 12 აქტივისტი 2000 - 2000 ლარით დააჯარიმეს. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები ხეობაში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რადგან გზა პოლიციას ქონდა გადაკეტილი.სამართალდამცველებმა ისინი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს.