გუმათის დასახლებაში "რიონის ხეობის მცველების"მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.აქციაზე შეკრებილები გზის გახსნას ითხოვენ.ისინი გეგმავენ ფეხით მსვლელობის მოწყობას იმ ადგილამდე,სადაც კარვებია განლაგებული და სადაც უწყვეტი პროტესტი 161 დღეა გრძელდება.როგორც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს,პოლიცია მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს,მიზეზად კი სამართალდამცველები უსაფრთხოებას ასახელებენ.

- საზოგადოება
- გადასვლები: 841