ქუთაისში ავარიის შედეგად 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა . როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც 21 წლის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.