7 თვის ლუკას ქალთა ფონდ "სოხუმის" მიერ ჩატარებული არც ერთი ტრენინგი არ გამოუტოვებია. მეტიც, მისი დედიკო მთელი ორსულობა ესწრებოდა შეხვედრებს და აქტიურობდა კიდეც.თემები ძირითადად ქალთა მიმართ ძალადობას, ქალთა საჭიროებებსა და პრობლემების მოგვარების გზების ძიებას ეხებოდა.
მეორე წელია, რაც 29 წლის ნუკა კაკაურიძე პროექტის მონაწილე გახდა და ფონდ "სოხუმის" არც ერთი ტრენინგი არ გამოუტოვებია. სამშობიარო სახლიდან ონლაინ ჩართვა არც პალატის სხვა პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს გაუპროტესტებია, პირიქით, ინტერესით აკვირდებოდნენ ტრენინგის მიმდინარეობას და რამდენიმე მათგანმა პროცესში ჩართვის სურვილიც გამოთქვა. ფაქტი რომ უპრეცედენტო იყო, ეს ყველამ ერთხმად აღიარა. სახლში პატარა ლუკასთან ერთად დაბრუნების შემდეგ, ონლაინ ტრენინგი კვლავ გაგრძელდა. ამ დროს, როგორც ნუკა გვიყვება ბავშვების მოვლის პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მეუღლეს, თვითონ კი ონლაინ ტრენინგში აქტიურად ერთვება.
ნუკა კაკაურიძე 7თვის ლუკასა და 4 წლის ლიზას მხატვრულ ლიტერატურას ჯერ_ჯერობით ზღაპრების კითხვით აზიარებს . როგორც თავად გვიყვება, ლიზას უკვე ჰყავს საყვარელი პერსონაჟი_წითელქუდა, ხოლო გამორჩეულად ის ეპიზოდი მოწონს, სადაც, მონადირეს მგლის მუცლიდან ბებია საღსალამათი ამოჰყავს .ამით გოგონა თითქოს თავადაც გმირობისა და მზრუნველობის თანაზიარი ხდება. დედის დამსახურებაც ხომ მოვლენების სწორად აღქმა და ბავშვისთვის გაზიარებაა. ნუკას თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ რჩება . მეუღლე , თედო ბენდელიანი სამხედრო მოსამსახურეა. დატვირთული გრაფიკის გამო, სახლში მცირე დროის გატარება უწევს, თუმცა, ცდილობს, შვილების აღზრდაში მაქსიმალურად იყოს ჩართული.
ქალთა ფონდთან ურთიერთობამ თავდაჯერებულობასა და ლიდერული უნარ_ჩვევების გამომუშავებასთან ერთად, ახალგაზრდა ქალს ისიც დაანახა, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალებით, წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარება.
ამ მიმართულებით ახალგაზრდა ოჯახს, რეალური მიზნები და სამომავლო გეგმები აქვს. ნუკამ უკვე იცის, როგორ გამოიყენებს მიწის იმ ნაკვეთს, რომელიც ტურისტულ ზონას ესაზღვრება. პიროვნულ გაძლიერებასა და გეგმების რეალიზებაში ფონდ "სოხუმის" ტრენინგები ძალიან დაეხმარა . თვლის, რომ მისი წარმატება ფონდთან თანამშრომლობით იწყება.
ფონდ"სოხუმთან" თანამშრომლობის შემდეგ, როგორც ნუკა გვიყვება, გაცილებით გააქტიურდა საზოგადროებივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების პროცესში. ქალთა ფონდ"სოხუმის" მიერ ორგანიზებულმა ტრენინგებმა, ვორკ_შოფებმა, სხვადასხვა სახის ინფორმაციულმა შეხვედრებმა ახალგაზრდა ქალს სერიოზული გამოცდილება დაუგროვა, რაც საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთობის პროცესში ეხმარება. პრობლემებზე ხმამაღლა არ საუბრობს, უყვარს კლასიკური ფერები, მეგობრებთან ერთად ყოფნა და სამომავლო გეგმების დასახვა.ოჯახის წევრების კეთილდღეობა მისთვის უმთავრესია. 2023 წელს მთელ მსოფლიოს და საქართველოს მშვიდობას უსურვებს, ხოლო ფონდ "სოხუმთან" გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს და იმ საკითხებში აქტიურ ჩართვას ცდილობს, რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.