Აქტორის,, ერთგულ მკითხველს ამჯერად მოგიყვებით ისტორიას, სადაც პატარა გოგო დიდ ტრაგედიასთან ბრძოლაში იმარჯვებს. Ამბის მთავარი გმირი 21 წლის მარიამ ტატანაშვილია, გოგონა ,რომლის ცხოვრებაც ორი მთავარი ეპიზოდია-ავტოსაგზაო შემთხვევამდე და მის შემდეგ. Მასთან ინტერვიუს სწორედ ამ შემთხვევის გახსენებით ვიწყებთ, რამაც მარიამი ძლიერების და გაუტეხელობის ნამდვილ მაგალითად აქცია.
მარიამ , მოგვიყევით ავტოსაგზაო შემთხვევაზე ,რომელშიც მოყევით.
,,Დაახლოებით Სამი წლის წინ, 2021 წლის 15 იანვარს მოვყევი ავარიაში, 14 იანვარს მეგობრები წავედით ძველით ახალი წლის და მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად, მეორე დღეს ,როდესაც იქედან ვბრუნდებოდით , მძღოლი საჭესთან საბახუსევ მდგომარეობაში იჯდა, სიჩქარე მაღალი არ ყოფილა, 60-70-ით მივდიოდით, თუმცა ნაწვიმარზე მანქანა მოსრიალდა, რამდენიმე წრე გავაკეთეთ და გაჩერებულ სატვირთო მანქანას დავეჯახეთ. მე უკანა სავარძლის შუა ნაწილში ვიჯექი, დარტყმის ძალამ ჯერ წინ გამისროლა და სახით დავეცი ტორპედოს, შემდეგ კი ისევ უკან სავარძელზე გადავარდი. Შემთხვევის დროს 18 წლის ვიყავი, ცხრამეტის 3 მარტს კომაში მყოფი გავხდი. Მას შემდეგ ოცი და ოცდაერთი წლის დაბადების დღეები მქონდა, რომლებსაც იმ საბედისწერო შემთხვევის დამსახურებით, მხედველობის გარეშე შევხვდი.,,
Ვიცით რომ ტრავმები იყო დიდი სირთულის და მრავლობითი, დაგჭირდა მრავალი ოპერაცია.
,, დიახ ავარიის შედეგად გავიკეთე თორმეტი ოპერაცია. მქონდა ყბასახის მრავლობითი მოტეხილობა. მხედველობა ორივე თვალში დავკარგე. Გამიკეთდა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის, მარჯვენა ფეხის ხუთივე თითის და მარჯვენა თვალის ამპუტაცია. Ასევე მქონდა მარცხენა ფეხის წვივის სამივე ძვლის მოტეხილობა, რის გამოც რკინებით მაქვს აწყობილი. Ავარიის შედეგად ფილტვებიც დამეთრომბა.,,
Ამ ეტაპზე რა ტიპის ქირურგიული ჩარევები გესაჭიროება?
,, ამ ეტაპზე მესაჭიროება მარცხენა თვალის ოპერაცია, იმისათვის რომ მხედველობა აღმიდგეს. მარჯვენა თვალის და თითების პროთეზირება. Საამისოდ ფინანსური რესურსები უკვე არ გამაჩნია, ყოველი ოპერაციის წინ მიგროვდებოდა კონკრეტული თანხა, რაც მყოფნიდა მხოლოდ ერთ ოპერაციაზე და შემდგომ რეაბილიტაციაზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით სრულიად უცხო ადამიანებს, რისთვისაც მათი მადლიერი ვიქნები ყოველთვის.,,
Ავარიამ და მრავლობითმა დაზიანებებმა თქვენი გარეგნობა შეცვალა, როგორ შეძელით ამის გააზრება და მიღება.
,,ავარიის შემდეგ, როდესაც გავიაზრე ჩემი მდგომარეობა თუ რა ფიზიკური დაზიანებები მქონდა, ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება. ყველაფერი რაც საკუთარ გარეგნობაში მომწონდა განადგურდა და ამის შედეგად დაიბადა უამრავი კომპლექსი, რომლების დაძლევაშიც ვერასდროს ვერავინ დაგეხმარება. უამრავი ადამიანი მელაპარაკებოდა ამ ჩემს კომპლექსებზე, თუმცა ჩემს აზრებში ვერავინ ვერანაირი ცვლილება ვერ შეიტანა. წელიწად ნახევრის მანძილზე ვესაუბრებოდი საკუთარ თავს, თვითონ ვუსმენდი ფსიქოლოგებს და ვმსჯელობდი ჩემს გონებაში თუ როგორ იქნებოდა უკეთესი, რომ მოვქცეულიყავი და მეფიქრა. ვეძებდი გზას, რომ დამეძლია ეს კომპლექსები, რადგან შინაგანად მანადგურებდა და მჭამდა. საბოლოოდ საკუთარი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ, რადგან ამის გარდა უბრალოდ სხვა გზა არ გაგაჩნია, რადგან შენ არ შეგწევს სამყაროში იმის ძალა, რომ დაალაგო ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა და ამას ადეკვატური გააზრება და შეგუება სჭირდება. ამას გარდა, შენ უბრალოდ სხვა გზა არ გრჩება. ყველაზე მეტად ცხოვრებაში მეზიზღება “დაიკიდე”,თუმცა იქ , სადაც ვერაფერს შეცვლი, ჯობია ასე მოიქცე და შეეგუო არსებულ რეალობას. გიყვარდეს და მიიღო საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ. სხვა ადამიანები ყოველთვის გრძნობენ თუ როგორი დამოკიდებულებით ვართ განწყობილნი ჩვენ საკუთარი თავის მიმართ და სანამ შენ არ აგრძნობინებ ადამიანებს იმას, რომ შენ ასეთი ხარ , მაგარი ტიპი ხარ, რადგან გაქვს თავდაჯერებულობა შენი ახალი რეალობის მიუხედავად, მანამდე ისინი ვერ შეძლებენ მიგიღონ ისეთი როგორიც ხარ. შენი თავდაჯერებულობა იგრძნობა ყველგან და ყოველთვის.,,
გაქვს ეს მიმღებლობა საზოგადოებისგან?
,, დიახ მაქვს, იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრი გამომწერი და გულშემატკივარი მყავს, ცუდი კომენტარები მაინც ძალიან მცირეა. 99%-მა მიმიღო ისეთი როგორიც ვარ, მთელ ჩემს აუდიტორიას ძალიან ვუყვარვარ და სულ დადებით კომენტარებს მიწერენ , დადებით ემოციებს გამოხატავენ როდესაც ქუჩაში მხვდებიან. ისინი ყველაზე მეტად დამეხმარნენ ამ პრობლემების გადალახვაში. მათი თითოეული კომენტარი და გამოგზავნილი შეტყობინება ენერგიებით მავსებდა და უფრო მეტად მაძლევდა წინსვლის სტიმულს.,,
( მარიამის გვერდის ლინკი -https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0B2DaHg4w36bq5rVg9Mw4EguAyesVBrQRtL7Xhv8bayasW2BwgKmRqdjNgpkjj2ZHl&id=100083075305299&mibextid=Nif5oz)
Ავტოსაგზაო შემთხვევამ შეცვალა შენი პირადი ცხოვრებაც, გსურს ამაზე საუბარი?
,,Სანამ ავარიაში მოვხვდებოდი, მყავდა შეყვარებული. Ავარიის შემდგომ თავიდან სხვანაირად იყო განწყობილი როდესაც ტელეფონზე ველაპარაკებოდი, თუმცა მას შემდეგ რაც მნახა ყველაფერი ისე შეიცვალა მის ქცევაში, როგორც თეთრიდან შავზე. Სიმართლე გითხრათ მე ბოლომდე არვიცი მიზეზი, მხოლოდ მან იცის მის გონებაში რა მოხდა, დღემდე მიჭირს ამ ამბის და მათ შორის მისი დავიწყებაც. რათქმაუნდა ძალიან რთულია დაივიწყო ადამიანი, რომელიც გიყვარს და მასთან ერთად ასეთი ამბავი გადაგხდა .,,
Მარიამ, დასაქმებული ხართ?
,,დასაქმებული არ ვარ რადგან საერთოდ ვერ ვხედავ და დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ ვაკეთებ სახლში გადაადგილების გარდა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პასიური ცხოვრებით ვცხოვრობ. ახლახანს დავიწყე დარბაზში სიარული და ვარჯიში, სადაც დავყავარ ჩემს მეგობარს. აპირებს ფიტნეს ინსტრუქტორობას, იცის ყველა ვარჯიში და მეხმარება იმაში, რომ ვივარჯიშო სწორად და ტონუსში მოვიყვანო ჩემი დასუსტებული კუნთები და ძვლები. ამის გარდა მე ჯერჯერობით აუდიო წიგნებს ვუსმენ. სახელმწიფომ ოპერაციები ნაწილობრივ დამიფინანსა, თუმცა დაახლოებით ერთი იმდენით მეტი დასჭირდა ჩემს მრავლობით ქირურგიულ ჩარევებს. Ამჟამინდელი ოპერაცია რაც მაქვს დარჩენილი, იმას არ აფინანსებს სახელმწიფო. იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის პლასტიკური ოპერაცია და არის მხედველობის დაბრუნება, ჯანდაცვა ფიქრობს რომ ამის დაფინანსება არ არის აუცილებელი. ისინი არ მიფინანსებენ არც მარჯვენა თვალის პროთეზს. ჩვენი სახელმწიფოსთვის 21წლის გოგოს, რომ თვალი არ აქვს და უნდა რომ სრულყოფილი სახე ჰქონდეს ეს არაფერს არ ნიშნავს ალბათ. მათ ასეთი დევიზი აქვთ “თუ სუნთქავ არ კვდები ხვდები?”მეტი მათზე არაფრის თქმა არ შემიძლია. თუმცა რაც გამიკეთეს იმისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.,,
Რას ეტყოდი ადამიანებს,რომლებმაც მსგავსი გადაიტანეს?
,,ცოტა რთულია სიტყვით მიმართო ადამიანს, ვისაც ასეთი კოშმარი გადახდა, რადგან მე ვიცი რამხელა სტრესიც მოაქვს ამ ყველაფერს, ამასთან ერთად კომპლექსები ტკივილები და ემოციური არასტაბილურობა. მხოლოდ შემიძლია ვუთხრა ის, რომ იყვნენ ძლიერები, გაუძლონ, იბრძოლონ წავიდნენ მხოლოდ წინ. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და არ დანებდნენ რაც არუნდა დაუჯდეთ საყვარელი ადამიანების გამო.,,
Რას ეტყოდით მძღოლებს?
,,მძღოლებს ვეტყოდი, რომ ნუ დაჯდებით საჭესთან რომელიმე ალკოჰოკური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფები, რადგან ჩვენ გვინგრევთ ცხოვრებას და ამასთან ერთად საკუთარ თავსაც ინადგურებთ. გაუფრთხილდით პირველ რიგში საკუთარ თავებს და შემდეგ სხვებს. Დააფასეთ სხვისი და თქვენი სიცოცხლე’’
Მარიამ, რა მიზნები გაქვთ?
,, მინდა რომ რამდენიმე ენა შევისწავლო, გავხდე პროფესიონალი ფოტოგრაფი და ბევრი დასამახსოვრებელი ფოტო გადავიღო. ასევე, მინდა ჩავაბარო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე, მინდა მქონდეს ჩემი სახლი , რომელიც არასდროს მქონია და მინდა ვიყო საამაყო შვილი, რისთვისაც აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ. ‘’
Ინტერვიუს ბოლოს Გვითხარით საყვარელი ფრაზა.
,,ჩემი საყვარელი ფრაზა არის “არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ”.
Მარიამი თავისი ისტორიით მხოლოდ ერთი ფურცელია იმ წიგნში, სადაც ადამიანების ცხოვრება ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო სამუდამოდ იცვლება. Ამ ადამიანურ ისტორიებში შედეგი ხშირად ერთმანეთზე მძიმე, დრამატული და განსხვავებულია. მიზეზი კი მსგავსი - გადაჭარბებული სიჩქარე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ან ორივე ერთად.
Საგზაო შემთხვევების უახლეს სტატისტიკაზე, აქტორთან ,,ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ხელმღვანელი’’ , ეკა ლალიაშვილი საუბრობს.
,,2023 წლის ორი კვარტალის განმავლობაში (იანვარ-ივნისი) 2 580 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 189, ხოლო დაშავდა 3 326 ადამიანი. დედაქალაქში მოხდა 1 276 შემთხვევა, დაშავდა 1 485 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 34 პირი. მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე 6 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 380-მ მიიღო ტრავმა.
„მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები მომატებულია 0.31%-ით, დაზიანებები შემცირდა 6 %-ით, ხოლო ლეტალობა შემცირდა 14,5 %-ით.
პირველ ორ კვარტალში მსხვერპლის რაოდენობა შემცირდა, თუმცა შემცირება უნდა იყოს მუდმივი და მდგრადი. საგზაო უსაფრთხოების ამაღლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ შევძლებთ მივმართოთ სხვადასხვა სახის პრევენციულ ღონისძიებებს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ტრანსპორტის გამარულობის, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით.
საგზაო შემთხვევების მძიმე შედეგებით დასრულების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბება და ტრანსპორტის აგრესიული მართვაა, ამიტომ ქულათა სისტემის ადმინისტრირება ჭკვიანი კამერების მიერ სწაფად და ეფექტურად აამაღლებს უსაფრთხოებას, შეამცირებს აგრესიულ მართვას და მძღოლების ქცევის შეცვლას შეუწყობს ხელს.’’
Აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგზანიზაციის (WHO) თანახმად, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. Სიკვდილი გზებზე, იმდენად შეერია ყოველდღიური ცხოვრების ამბებს, თითქოს შეეჩვია კიდეც ადამიანის ყურთასმენა და უმეტესად ასახვას მხოლოდ Წამიერ შეშფოთებაში ჰპოვებს. Ამ ისტორიებს მუდმივ ამბებად მხოლოდ ისინი დაატარებენ, ვინც მარიამის მსგავსად ტკივილი საკუთრივ გამოსცადეს. Ალბათ ამ გამოცდილებით აღარც მარიამი ჩაჯდებოდა ისეთ ავტომობილში, რომელსაც ნაბახუსევი მძღოლი მართავს, თუმცა ესეც არ იყოს ადამიანებმა არასდროს ვიცით რას უნდა ველოდეთ შემხვედრისგანაც. Არც თუ ისე იშვიათად ფატალური შემთხვევები ხომ სწორედ ისეთ დროს დგება, როცა დამნაშავე მძღოლი მეორე ავტომობილში ზის. Ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზი შედეგს ვერ ამსუბუქებს და ახლაც ამ სტატიაში, ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს შერეული განცდებით. Წუხილი, სინანული, სიბრაზე რატომ მაინცდამაინც მას. Თუმცა ისიც ხომ არის რომ, თუ მას ახლა ფიქრი, წუხილი და სიბრაზე შეუძლია ესეიგი გადარჩა. ესეიგი ის დაუსრულებელ წიგნში ,,სიკვდილი გზებზე’’ უკეთესი ეპიზოდია, გადარჩენილების ცალკე ეპიზოდი. Სწორედ Ასეთია მარიამი, გოგონა რომელიც არ დანებდა. ახალი გარეგნობით ახალი ცხოვრება დაიწყო და მიზნადაც ბევრისთვის შეუძლებელი დაისახა. Გადაიღოს შთამბეჭდავი ფოტოები თვალებით, რომლითაც ვერ ხედავს. Მხედველობის ნაწილობრივი დაბრუნება კი კვლავ ოპერაციას, თანხებს და მარიამის შინაგან სიძლიერეს მოითხოვს და თუ უმძიმეს ავარიაში მარიამის გადარჩენა სასწაულია, მას ბოლომდე სჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით, მის ცხოვრებაში კიდევ ბევრ პოზიტიურ სასწაულს მოახდენს.
მარიამ ტატანაშვილის დახმარებისთვის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:
#GE12TB7113845068100026
მიმღები Შორენა ზიზიაშვილი, მარიამის დედა
#GE62BG0000000162441132
მარიამ ტატანაშვილი
ავტორი-ეკა შალამბერიძე